საზოგადოება: ვანო მერაბიშვილი: საქართველოში შემცირდა კრიმინალი და პოლიციას ცოტა საქმე აქვს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოში არსებითად შემცირდა კრიმინალის დონე, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, იტყობინება “GHN“. როგორც მერაბიშვილმა მოსკოვის პროსპექტზე პოლიციის ახალი შენობის გახსნისას თქვა, კრიმინალის დონის შემცირებასთან დაკავშირებით სამართალდამცავებს „ნაკლები საქმე“ აქვთ და ისინი უფრო მეტად მოსახლეობის მომსახურებაზე გადავიდნენ. „მოხარული ვარ, რომ საქართველოში ბოლო დროს ძალიან შემცირდა კრიმინალი, პოლიციელებს ნაკლები საქმე აქვთ და ისინი უფრო მეტად მოქალაქეთა მომსახურებაზე, მათთვის კომფორტის შექმნაზე გადავიდნენ. ძალიან მიხარია, რომ საქართველო მსოფლიოში კრიმინალის დაბალი დონის მქონე ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა. ჩვენ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში სერიოზული წარმატება გვაქვს. მიხარია, რომ საქართველოში ყველა ტიპის დანაშაულის დონე შემცირდა“, - თქვა მერაბიშვილმა. მისი თქმით, საქართველოს შსს ახალი შენობების მშენებლობას გააგრძელებს. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3042.html
| |||
განათავსა - Drakula | 03 აგვ. 2011, 12:17 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.