საზოგადოება: ირანი ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილით დასჯების მიხედვით მსოფლიო ლიდერი გახდა | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() „ამასთან დაკავშირებით ევროკავშირი მოუწოდებს ირანს, ისევე როგორც სხვა ყველა სახელმწიფოს, რომლებიც სიკვდილით დასჯის შენარჩუნებას მოითხოვენ, შეწყვიტონ სასიკვდილო განაჩენების შესრულებაში მოყვანა და სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი შემოიღონ“, - ნათქვამია РИА Новости-ში შემოსულ ეშტონის განცხადებაში. აპრილში ევროკავშირმა ირანული ხელმძღვანელობის 32 წარმომადგენლის მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევაში მათ თანამონაწილეობასთან დაკავშირებით სანქციები შემოიღო. სანქციები ირანელი მოხელეების ფინანსური აქტივების გაყინვასა და ევროკავშირის ქვეყნებში მათი შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს. კერძოდ, ევროკავშირი კიცხავს სიკვდილით დასჯებს, რეპრესიებს ირანელი მოქალაქეების, სამართალდამცავების, იურისტების, ჟურნალისტების, ბლოგერების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, ასევე ოპოზიციის წინააღმდეგ. სააგენტო ფრანს პრესის მონაცემებით, 2011 წლის დასაწყისიდან ირანში თავის ჩამოხრჩობის გზით სიკვდილი მიესაჯა 171 ადამიანს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3009.html
| |||
განათავსა - Drakula | 30 ივლ. 2011, 17:30 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.