პოლიტიკა: კოკოითს განსაზღვრული აქვს სახმრეთ ოსეთი რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოდ აქციოს | საქართველოს ამბები | ||
რუსეთს არ აქვს განზრახული სამხრეთ ოსეთის ანექსირება და მასთან მოკავშირე სახელმწიფოს შექმნა შესაძლებელია, განაცხადა ედუარდ კოკოითმა იაპონური გაზეთ "მაინითისთვის" მიცემულ ინტერვიუში, იუწყება «GHN». "ჩვენ დამოუკიდებელ სახემწიფოს ვქმნით, რომლის მოსახლეობა არასოდეს დაივიწყებს შეუფასებელ დახმარებას, რომელიც რუსეთის ფედერაციამ მათ გაუწია და ჩვენ უსიტყვოდ, მივისწრაფვით მოკავშირე სახელმწიფოს შექმნისკენ. რუსეთი ყოვეთვის იყო, არის და იქნება ძირითადი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე"–განაცხადა მან, იუწყება РИА Новости. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა მოხდეს ჩრდილო ოსეთთან–ალანიასთან გაერთიანება და რუსეთის შემადგენლობაში ერთიანი რესპუბლიკის სახით შესვლა, კოკოითმა პასუხის გაცემისას აღნიშნა , რომ "რუსეთს სხვისი ტერიტორიები არ სჭირდება და რუსეთის ფედერაციას არ აქვს განზრახული ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიის ანექსირება." 2008 წლის აგვისტოს ომამდე ჩრდილო და სამხრეთ ოსეთის გაერთიანების თემა ძალიან აქტუალური იყო. თავისი დაუფიქრებელი აგრესიული პოლიტიკის მეშვეობით ბატონმა (პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა) და ქართველმა არწივებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო გამხდარიყო. ამ შემთხვევაში მე მინდა დამაჯერებლად განვაცხადო, რომ ჩვენ მათ ყველა პუნქტში მოვუგეთ და მივაღწიეთ დამოუკიდებლობასა და საერთაშორისო აღიარებას. დღეს, არსებული რეალობის გათვალისწიენბით, ჩვენ დამოუკიდებელ სახელმწიფოს ვაშენებთ"–განაცხადა კოკოითმა. მისი თქმით, არსებული საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად რუსეთი ყველა პირობას შექმნის იმისათვის,რომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა განვითარედეს და გამყარდეს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3002.html
| |||
განათავსა - consul | 29 ივლ. 2011, 19:49 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.