პოლიტიკა: ნინო კალანდაძე: საქართველო აფხაზეთთან მოლაპარაკების ნებისმიერ ფორმისთვის მზადაა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოსთვის კონფლიქტების მოგვარების ნებისმიერი კონსტრუქტიული წინადადება მისაღებია, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ, როდესაც ე.წ აფხაზეთის პეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ანკვაბას განცხადებაზე აკეთებდა კომენტარს, იუწყება «GHN». " საქართველოსთვის ყველა კონსტრუქტიული წინადადებაა მისაღებია, რომელიც კონფლიქტების დარეგულირებასა და ლტოლვილების თავიანთ სახლში დაბრუნების დიალოგს ეხება"–განაცხადა მან. კალანდაძემ მიუთითა, რომ ქართული მხარე მზადაა დაიწყოს ნებისმიერი ფორმის მოლაპარაკებები იმ პირებთნ, რომლებიც ამ საკითხზე პასუხისმგებლები არიან. რაც შეეხება იმას, რომ ანკვაბმა სურვილი გამოთქვა დაეწყო მოლაპარაკებები, კალანდაძემ ეჭვი გამოხატა, რომ იგი დამოუკიდებლად, თავისი გადაწყვეტილებების საფუძველზე არ მოქმედებდა. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ანკვაბმა განაცხადა იმის შესახებ, რომ აფხაზეთი მზადაა საქათველოსთან რაიმე სახის პირობების გარეშე მოლაპარაკებების დაწყებისთვის. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2999.html
| |||
განათავსა - consul | 29 ივლ. 2011, 19:46 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.