საზოგადოება: ზურაბ აბაშიძე: ეკლესიების შესახებ მიღებული ახალი კანონი ყველას აკმაყოფილებს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს კანონის მიღება, რომელიც რელიგიური გაერთიანებებისათვის იურიდიული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს, დემოკრატიული საზოგადოების ნორმებს შეესაბამება. ასეთი აზრი გამოთქვა ქართველმა ექსპერტმა ზურაბ აბაშიძემ და დაამატა, რომ იგი ამ კანონს სრულიად უჭერს მხარს. "ეს კანონი დიდი ხნის წინ იქნა მიღებული, მისი მიღება სწორი ნაბიჯი იყო"-განაცხადა მან და აღნიშნა, რომ საქართველოში სინამდვილეში ამ კანონის წინააღმდეგ არავინ გამოდის. მისი აზრით, საზოგადოების პროტესტი გამოიწვია არა თავად კანონმა, არამედ იმ გზამ, რა გზითაც იგი იქნა მიღებული. "არსებობს განსაზღვრული დემოკრატიული სტანდარტები, რომლებიც უნდა დავიცვათ. კანონი არ უნდა მიღებულიყო 2 დღეში, არამედ უნდა გამოტანილიყო საჯაროდ, ორგანიზებული უნდა ყოფილიყო დისკუსიები და ასე შემდეგ. ასეთ შეთხვევაში ყველაფერი თავიდანვე შეუფერხებლად წარიმართებობდა"-ირწმუნება პოლიტოლოგი. კითხვაზე პასუხის გაცემის დროს, შესაძლოა თუ არა კანონში კორექტივების შეტანა, ზურაბ აბაშიძემ ფილოსოფიურად აღნიშნა, რომ ჩვენ ცვალებად სამყაროში ვცხოვრობთ. "მე ვერ ვხვდები, საქართველოში რამდენჯერ შეცვალეს კოსტიტუცია.. სამყარო ისეთია, რომ ყველაფერია შესაძლებელი, და პირიქით, არაფერი არ არის შესაძლებელი"-აღნიშნა პოლიტოლოგმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2997.html
| |||
განათავსა - consul | 29 ივლ. 2011, 19:43 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.