პოლიტიკა: საქართველოში ცვლილებები უნდა მოხდეს,რომ მან აფხაზეთი და ცხინვალი დაიბრუნოს | საქართველოს ამბები | ||
აშშ–ს სენატში საქართველოს მხარდასაჭერი რეზოლუციაა წარმოდგენილი, განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ვაშინგტონში, იუწყება «GHN». "სენატში საქართველოს მხადასაჭერი რეზოლუციაა წარმოდგენილი და მე ამერიკელი კანონმდებლების მადლიერი ვარ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის"–განაცხადა ალასანიამ. მისი თქმით, აუცილებელია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არ აღიარების პოლიტიკის გამყარება, მაგრამ მეორე მხრივ, აუცილებელია, რომ საქართველომ ისეთი ცვლილებები გაატაროს, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ქართული მხარის გადახედვისა და ქართულ საზოგადოებასთან ურთიერთობის დაწყების შესაძლებლობას მისცემს, მაგრამ ეს რესურსი სააკაშვილსა და მის გუნდს არ გააჩნია. "ამიტომაც ჩვენ მომავალი განვიხილეთ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ცხოვრებას საერთაშორისოდ აღიარებული ჩარჩოების ფარგლებში."–განაცხადა ალასანია. შეგახსნებთ, რომ ირაკლი ალასანია აშშ–ში შეხვედრებს მართვას. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2996.html
| |||
განათავსა - consul | 29 ივლ. 2011, 19:42 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.