ეს საინტერესოა: აშშ-ში, შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი ოჯახი ცხოვრობს | მსოფლიოს ამბები | ||
ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრებმა ოჯახმა ბოლო 20 წლის განმავლობაში მესამეჯერ მოიგო ლატარიაში მსხვილი თანხა. როგორც Associated Pressიტყობინება, მაკოლის ოჯახის დღეისათვის ბოლო მოგებულმა თანხამ 100 ათასი დოლარი შეადგინა. ეს თანხა რამდენიმე კვირის წინ მომენტალურ ლატარია 10X the Money-ში იქნა გათამაშებული. როგორც მონაგების მფლობელმა კიმბერლი მაკოლიმ მოყვა, მაშინაც კი, როდესაც მან მესამეჯერ მოიგო, მაინც იყო გაოცებული და ბედნიერი. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ასეთ იღბლიანად საკუთარ თავს არ მიიჩნევს და საერთოდ არასდროს უფიქრია იმაზე, რომ ლატარიაში რაიმის მოგება შეუძლია. მაკოლის ოჯახის წინა მონაგებმა 161 ათას 172 დოლარი შეადგინა. კიმბერლის დედამ ემიმ ეს თანხა 2007 წლის აპრილში გათამაშება Carolina Cash 5-ში მოიგო. მანამდე, 1991 წელს, ემიმ და კიმბერლიმ მოხსნეს 15.5 მლნ დოლარის ოდენობის ჯეკპოტი New York Lotto-ში. ამას გარდა, 2009 წელს კიმბერლი მაკოლიმ ორჯერ მოიგო მცირე პრიზები - 1000-1000 დოლარი. კიმბერლი იღბლიანობის წყაროს დედამისში ხედავს. მისი აზრით, ემი ლატარიებში წარმატებას თავისკენ იზიდავს. დაზუსტებული არ არის, აპირებს თუ არა მაკოლის ოჯახი ფულადი პრიზების გათამაშებებში მონაწილეობის გაგრძელებას. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2982.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 ივლ. 2011, 11:31 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.