ეკონომიკა: საქართველოში ტურისტთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 61%-ით გაიზარდა | საქართველოს ამბები | ||
დღეისათვის არსებული მონაცემებით, აჭარას 622 285 ვიზიტიორი ესტუმრა, მათ შორის შიდა ტურისტთა რაოდენობა 443 483, ხოლო უცხოელ ტურისტთან რაოდენობა - 178 802 ადამიანს შეადგენს. როგორც ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, წინა წელთან შედარებით, საქართველოში ტურისტთა რიცხვი 45 პროცენტით, ხოლო კონკრეტულად აჭარაში - 61 პროცენტით გაიზარდა. 600 000-ე ტურისტი რეგიონში 24 ივლისს ჩამოვიდა. წყვილს ისრაელიდან, რომელიც ბათუმში ტურისტული საგზურით იმყოფება, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა დიასამიძემ საჩუქარი გადასცა. მომავალი წლის ივლისში დაფნა და რამ ორენები ერთი კვირის განმავლობაში „რედისონ ბლუ ბათუმში“ დაისვენებენ. „უკვე მესამეჯერ ვსტუმრობ საქართველოს და უკვე დავათვალიერე თბილისი, ყაზბეგი და გუდაური. ძალიან მომწონს თქვენი ქვეყანა. წელს ბათუმში გადავწყვიტეთ ჩამოსვლა. ამ შესანიშნავ ქალაქს მხოლოდ ბარათებით ვიცნობდით, მაგრამ ნანახმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა“, - აღნიშნა რამ ორენმა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2975.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 ივლ. 2011, 10:42 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.