საზოგადოება: ბრიტანელი მომღერალი ემი უაინჰაუსი მკვდარი იპოვეს | მსოფლიოს ამბები | ||
ბრიტანელი მომღერალი ემი უაინჰაუსი ჩრდილოეთ ლონდონში, კემდენში თავის სახლში მკვდარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ პოლიციის განცხადებაზე მინიშნებით იტყობინება Agence France-Presse. პოლიციელებმა აღნიშნეს, რომ ისინი უაინჰაუსის სახლში მედიკოსებმა გამოიძახეს. 27 წლის შემსრულებლის სიკვდილის მიზეზები დგინდება. როგორც ცნობილია, მთელი თავისი კარიერის მანძილზე მომღერალი ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს განიცდიდა. მომღერალთან დაკავშირებული ბოლო ამბები ეხებოდა მის ევროპულ გასტროლებს, რომლებიც 2011 წლის ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო. ტური სერბეთში გამოსვლით დაიწყო, რომელზეც უაინჰაუსი ძლიერი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში გამოვიდა. ამის მერე მომღერლის მენეჯერებმა მიიღეს გადაწყვეტილება მომდევნო ორი შოუს, შემდეგ კი - მთელი ტურნეს გაუქმების შესახებ. ამასთან, ამავე წლის მაისში უაინჰაუსმა ლონდონის სარეაბილიტაციო კლინიკა Priory Clinic-ს მიმართა. ჟურნალი People, მომღერლის გარემოცვაში არსებულ წყაროებზე მინიშნებით, იტყობინებოდა, რომ უაინჰაუსის ჰოსპიტალიზაცია მამამისმა მოითხოვა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მისი ქალიშვილი ზედმეტად ბევრ ალკოჰოლს იღებდა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2935.html
| |||
განათავსა - Drakula | 24 ივლ. 2011, 19:03 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.