ეს საინტერესოა: უკრაინელი 35 დღე გალიაში ლომებთან ერთად იცხოვრებს | მსოფლიოს ამბები | ||
ზაპოროჟის ოლქის ქალაქ ვასილიევკის მინი-ზოოპარკის მფლობელმა ალექსანდრე პილიშენკომ გადაწყვიტა 35 დღე იცხოვროს გალიაში აფრიკულ ლომებთან ერთად. ამჟამად იგი ადამიანისა და ლომების გრძელვადიანი ერთობლივი ცხოვრების ექსპერიმენტისთვის მზადებას ასრულებს. მეზობლების სახით, რომლებთანაც იგი ერთი სახურავის ქვეშ 35 დღეს გაატარებს, გახდნენ მისი აღზრდილები - აფრიკული ლომების წყვილი კატია და სამსონი, გადმოსცემს „ინტერფაქსი“. „მე გადავწყვიტე 35 დღე ვიცხოვრო ერთ გალიაში ლომებთან ერთად, რათა ვუჩვენო ადამიანებს, რომ ადვილია გაგების მოპოვება ისეთ ორ სახეობას შორის, როგორებიცაა ადამიანი და ლომი. ამიტომ საზოგადოება უკვე დიდი ხანია, რაც სამყაროს შესახებ უნდა დაფიქრდეს. მინდა, რომ ადამიანები მორჩნენ ერთმანეთთან ჩხუბსა და ძალაუფლების გაყოფას“, - მოყვა პოლიშენკომ. მისი თქმით, ექსპერიმენტი აგვისტოს დასაწყისში დაიწყება. ამ დროისთვის პოლიშენკო სახის ეზოში ააშენებს სპეციალურ ვოლიერს ტუალეტითა და შხაპით. დანარჩენში ცხოვრების პირობები ადამიანისა და ლომებისთვის ერთნაირი იქნება. „მე, კატიასა და სამსონს ცხოვრების პირობები ერთნაირი გვექნება. ჩვენ დავიძინებთ იატაკის ხეფენილზე, საკვებს გისოსიდან მივიღებთ. ექსპერიმენტის სისუფთავეს თვალს მიადევნებს ვოლიერში დამონტაჟებული ოთხი ვებ-კამერა. ინტერნეტში მუდმივი ტრანსლაციის წყალობით, ვასილიევკში მიმდინარე ექსპერიმენტისათვის თვალის მიდევნებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. ჩვენ ასევე მოხარულები ვიქნებით, თუ ჩვენს სანახავად სტუმრები ჩამოვლენ“, - აღნიშნა მინი-ზოოპარკის მფლობელმა. ამას გარდა, პილიშენკომ მოყვა, რომ ექსპერიმენტის ერთ-ერთი მიზანია სახსრების შეგროვება თავისი მინი-ზოოპარკის ცხოველების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის, ასევე საზოგადოებრიობის ყურადღების მოქცევა გარეული ცხოველების ცხოვრების მიმართ უკრაინის კერძო ზოოპარკებში. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2871.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 ივლ. 2011, 19:46 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.