პოლიტიკა: გუბაზ სანიკიძე: საქართველოსთვის ზეამოცანა თავისუფალი მოქალაქეა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოსთვის ზეამოცანა თავისუფალი მოქალაქეა და ეს არჩევნების გზით უნდა იქნას მიღწეული, განაცხადა „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ სამოქალაქო მოძრაობა „სამართლიანი არჩევნებისთვის“ პრეზენტაციაზე, იტყობინება “GHN“. „გამარჯვებისთვის აუცილებელია სწორი არჩევანი, სწორი მოთხოვნა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მხარდაჭერილი ქვეყნის საზღვრებს მიღმა, ვინაიდან ჩვენ არ შეგვიძლია თვითიზოლაციაზე გადასვლა. ამას თან უნდა მოჰყვეს პოლიტიკური პარტიების არსებითი კონსოლიდაცია და ეს ქართული ხალხის ნება-სურვილით უნდა იყოს დასაბუთებული. ამ შემთხვევაში წარმატებას მივაღწევთ“, - თქვა სანიკიძემ. მან პარალელი გაავლო 90-იანი წლების ეროვნულ მოძრაობასთან და აღნიშნა, რომ მაშინ ზეამოაცანა ქვეყნის დამოუკიდებლობა იყო, რაც არჩევნების გზით გადაიჭრა. „ახლა, როდესაც საქართველო დამოუკიდებელია, მეორე მნიშვნელოვანი ზეამოცანა თავისუფალი ქართული ხალხი, თავისუფალი მოქალაქეა და ეს ასევე არჩევნების გზით უნდა იქნას მიღწეული“, - თქვა სანიკიძემ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2792.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 ივლ. 2011, 12:26 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.