პოლიტიკა: ვლადიმერ ჟირინოვსკი: დასავლეთი ბორის ნემცოვისაგან "რუსულ სააკაშვილს" ქმნის | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() „ქვეყნიდან ამ ნემცოვის გაგდება და უკან ქვეყანაში არდაშვება“, - განაცხადა ჟირინოვსკიმ, როდესაც პარასკევს გამოდიოდა პალატის პლენარულ სხდომაზე მისი პარტიის ფრაქციიდან „განცხადებების საათის“ ფარგლებში, გადმოსცემს „ინტერფაქსი“. მისი თქმით, ნემცოვის მაგალითზე კარგად ჩანს, ვინაა დღეს რუსეთს მტერი, და ვინ - მეგობარი. „ჩვენ ვხედავთ დღეს, ვინაა ჩვენი მეგობარი ევროკავშირისა და აშშ-ის კონგრესიის რეაქციის მიხედვით ნემცოვის გამგზავრების შეზღუდვის მცდელობაზე“, - თქვა ჟირინოვსკიმ. იგი ირწმუნება, რომ დასავლეთი ნემცოვისაგან „რუსული სააკაშვილის“ შექმნას ცდილობს, რომელიც „უკვე, ალბათ, გეგმავს, რომ იგი აქ, პარლამენტში შემოიჭრება, როგორც საქართველოში, და გადატრიალებას მოაწყობს“. მან განაცხადა, რომ ნემცოვი უნდა გააგდონ ქვეყნიდან „მის გუნდთან - ლიმონოვთან, მილოვთან და ა. შ.“ ერთად. „აქ იგი არავის სჭირდება, იგი ვნებს“, - დაამატა ჟირინოვსკი, გადმოსცემს გაზეთ „ვზგლიადი“. ხუთშაბათს სასამართლოს ბოქაულების ფედერალურმა სამსახურმა გამოიტანა გადაწყვეტილება პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის საზღვარგარეთ გამგზავრების შეზღუდვის შესახებ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2790.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 ივლ. 2011, 12:22 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.