ეკონომიკა: Nokia-მ აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში ბიზნესი დახურა | მსოფლიოს ამბები | ||
ფინურმა კორპორაცია Nokia-მ, რომელმაც მკვეთრად შეამცირა სმარტფონების გაყიდვები ბაზარზე კონკურენციის გამო, იაპონიაში თავის ბიზნესს ხურავს. მწარმოებლის ოფიციალური განცხადების თანახმად, Nokia-ს ბოლო საფირმო მაღაზია ივლისის ბოლოს დაიხურება. ბოლო წლის განმავლობაში სმარტფონების ბაზარზე Nokia-ს ყოფნა 39%-დან 25.5%-მდე შემცირდა. სიტუაციის გამოსწორების მიზნით კომპანიამ უკვე დაიწყო საკუთარი წარმოების მოწყობილობებზე ფასების შემცირება. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, Nokia იაპონიის ბაზარზე ლიდერი არასდროს ყოფილა. სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ კომპანიამ 250 ათასი დოლარის ფასად Vertu კლასის მობილური ტელეფონების გაყიდვას შეუდგა და ამით ლუქს-პროდუქციაზე ორიენტირებულ იაპონელთა საკმაოდ მაღალი რიცხვის პოპულარობის მოპოვებას იმედოვნებდა. ამჟამად Nokia უთმობს სმარტფონების ბაზარს აპარატებს ოპერაციული სისტემით Google Androidდა Apple-ის მოწყობილობებს. ანალიტიკოსები ელიან, რომ იგი მიმდინარე კვარტალს ზარალით დაასრულებს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2780.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 ივლ. 2011, 19:32 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.