ავტომფლობელები გამართავენ აქციას ავტომობილთა მინების დამუქების წინააღმდეგ | საქართველოს ამბები | ||
13 ნეომბერს 14:00 საათზე დიღომში, ყოფილი ავტომობილების ბაზრობის ადგილას გაიმართება აქცია, რომელიც მიმართული იქნა მთავრობის მერ მიღებული გადაწყვეტილების ავტომობილთა მინების დამუქების შეზღუდვის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 29 ოქტომბრიდან შემოღებულ შეზღუდვებში, ცვლილებები შეტანილი იქნა 9 ნეომბერს. საქარე მინის დამუქება აკრძალულია, წინა გვერდით მინების - დასაშვებია 40%ით, უკანა გვერდითის 75%-ით. უკანა მინაზე შეზღუდვები არ ვრცელდება. ცალკეული მარკის ავტომობილების მინებს აქვს ქარხნული დამუქება. აღმოჩნდა, რომ ეს მოდელები ვერ ჯდებოდნენ 75%-იან ნორმაში. ასეთ ავტომობილების რიცხვი დიდია, ხოლო მათ მფლობელებს არ შეუძლიათ მინების გამოცვლა როგორც სიძვირის, ააგრეთვე ასეთი მარკის ავტომობილებსათვის გამჭვირვალე მინების არ არსებობის გამო. მცდარია ის არგუმენტი, რომ საქართველოში შემოღებული შეზღუდვა მინების დამუქებასთან დაკავშირებით უფრო ლიბერალურია ვიდრე ევროპაში. მხოლოდ უნგრეთში მოქმედებს კანონი, რომელიც არეგულირებს მარტო უკანა გვერდითი მინების დამუქებას. აქციის მონაწილენი სთხოვენ შსს მინისტრს გაითვალისწინოს ქართველ ავტომფლობელთა ინტერესები და მოხსნას შეზღუდვა ქარხნული დამუქების მქონე უკანა გვერდით და წინა საქარე მინებზე. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_276.html
| |||
განათავსა - Legatuss | 12 ნოემ. 2010, 12:34 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.