ეკონომიკა: საქართველოში ივნისში ინფლაციამ 4% შეადგინა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოში ივნისში ინფლაციის დონემ, წინა თვესთან შედარებით, 4 პროცენტი შეადგინა. როგორც „საქსტატი“ იტყობინება, ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა მოახდინა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებებმა: პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები: ფასები 8.9 პროცენტით შემცირდა. შესაბამისად, თვიურ ინფლაციაში ჯგუფის წილმა 4.13 საპროცენტო პუნქტი შეადგინა. მოცემულ ჯგუფში ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა ხილსა და ყურძენზე: 28/6 პროცენტით, ბოსტნეულზე - 26.2 პროცენტით და შაქარსა და ტკბილეულობაზე - 57. პროცენტით. ჯანდაცვა: საანგარიშგებო პერიოდში ფასები 2.1 პროცენტით გაიზარდა. ინფორმაციის საერთო მაჩვენებელში ჯგუფის წილმა 0.16 საპროცენტო პუნქტი შეადგინა. ფასები სტომატოლოგიურ მომსახურებაზეც გაიზარდა - 7.5 პროცენტით და საავადმყოფოების მომსახურებაზე - 3.3 პროცენტით. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2742.html
| |||
განათავსა - Drakula | 04 ივლ. 2011, 11:50 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.