მეცნიერება-ტექნოლოგიები: მეცნიერებმა სიცოცხლის გახანგრძლივება ისწავლეს | მსოფლიოს ამბები | ||
მკვლევარებმა აღმოაჩინეს საშუალება, რომელსაც, როგორც ივარაუდება, დაბერების პროცესის უკან შეტრიალება შეუძლია. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სასწაულმოქმედ ელიქსირს ადამიანის სიცოცხლის განახრძლივება ათწლეულზე მეტი ხნით შეუძლია. რაპამიცინი, რომელსაც მარადიული ახალგაზრდობის ელიქსირი უწოდეს, აღდგომის კუნძულის ნიადაგში აღმოჩენილი ქიმიური ნივთიერებების საფუძველზე შეიქმნა. ეს კუნძული კონტინენტიდან ერთ-ერთი ყველაზე დაშორებული ხმელეთის ნაწილია, რომელიც ჩილის სანაპიროსაგან 2000 მილის დაშორებით მდებარეობს. პრეპარატი პროგერიით, ანუ ჰატჩინსონ-გილფორდის სინდრომით დაავადებულ ბავშვებზე გამოცადეს. ეს უიშვიათესი გენეტიკური დაავადება ხასიათდება ორგანიზმის დაჩქარებული დაბერებით, რომლის გამოც ავადმყოფები 12 წლის ასაკში კვდებიან. სულ მსოფლიოში ამ ავადმყოფობის 52 შემთხვევაა დაფიქსირებული. დადგენილია, რომ ჰატჩინსონ-გილფორდის სინდრომისას ავადმყოფში ადგილი აქვს მოლეკულარულ ცვლილებებს, რომლებიც ნორმალური დაბერების პროცესის იდენტურია, ოღონდ ამ შემთხვევაში ეს პროცესები დაჩქარებულია. ამ დაავადების მიზეზი გახლავთ მუტაციები გენისა, რომელიც აკოდირებს ცილებს, რომლებისგანაც აგებულია უჯრედის ბირთვის გარსის განსაკუთრებული შრე. გამოცდების დროს მეცნიერები აკვირდებოდნენ, რომ რაპამიცინი ასუფთავებდა დაზიანებულ უჯრედებს და ტოვებდა ჯანმრთელ უჯრედებს. ამერიკელი მკვლევარები, რომელთა შორისაა მეცნიერი-გენეტიკოსი ფრენსის კოლინზი და მისი კოლეგები ჰარვარდის სამედიცინო სკოლიდან, განიხილავენ ამ პრეპარატის ფართო გამოყენების შესაძლებლობას. თუმცა, ჯერ საჭიროა პროგერიასა და დაბერების ნორმალურ პროცესს შორის მსგავსობის უფრო ვრცელი გამოკვლევების ჩატარება, მათი იდენტურობა ხომ მხოლოდ ერთ-ერთი ვერსიაა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2731.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 ივლ. 2011, 20:51 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.