aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

 საზოგადოება: მსოფლიოს ერთ-ერთ ქვეყანას ამოწყდომა უწინასწარმეტყველეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
აივ-ინფექციის სამკურნალოდ განკუთვნილი პრეპარატების მარაგი სვაზილენდის საავადმყოფოებში საკმარისი იქნება დაახლოებით ორი თვის განმავლობაში. ამის შესახებ განაცხადა სვაზილენდის ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა ბენედიქტ ქსაბმა, როდესაც ადგილობრივი პარლამენტის სხდომაზე გამოდიოდა, იტყობინება AP.



ამასთან დაკავშირებით პაციენტთა ორგანიზაციებმა ქვეყნის მოსახლეობის მკვეთრი შემცირება იწინასწარმეტყველეს.


სვაზილენდის სამედიცინო დაწესებულებები აივ-ინფიცირებულ პაციენტებს ანტირეტროვირუსულ წამლებს უფასოდ ურიგებდნენ. თუმცა, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო, ხელისუფლებებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეეჩერებინათ სახელმწიფო დაწესებულებების, მათ შორის საავადმყოფოების დაფინანსება.


ამჟამად ანტირეტროვირუსულ თერაპიას სვაზილენდის 60 ათასზე მეტი მოქალაქე იღებს. ქსაბამ მოუწოდა თანამემამულეებს, რომლებსაც აივ-ინფექცია აქვთ, არ დაკარგონ იმედი. მისი თქმით, ხელისუფლებებმა მოლაპარაკებები დაიწყეს უცხოური კრედიტების გაცემის შესახებ, რომელთა ხარჯზეც სახელმწიფო ბიუჯეტის შევსება გახდება შესაძლებელი.


აივითა და შიდსით ინფიცირებულ პაციენტთა სვაზილენდის ორგანიზაციის უფროსმა ტემბი ნქაბულემ შეახსენა, რომ 2005-2011 წლებში იმ ავადმყოფთა რიცხვი, რომლებიც ანტირეტროვირუსულ თერაპიას იღებენ, ოთხჯერ გაიზარდა. მისი თქმით, წამლების არარსებობა მნიშვნელოვნად შეამცირებს მიღწეულ მაჩვენებლებს. „სვაზები მასიურად ამოწყდებიან. იმედი დაიკარგება“, - განაცხადა ნქაბულემ.


სვაზილენდში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით ერთ მილიონ ადამიანს შეადგენს, მსოფლიოს ყველა ქვეყანას შორის აივ-ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი წილი შეინიშნება. იმუნოდეფიციტის ვირუსით დაავადებულია აფრიკული ქვეყნის მოზრდილთა დაახლოებით 40%. 2000 წლიდან მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ორჯერ შემცირდა და არ აღემატება 32 წელს.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2722.html
განათავსა - Drakula | 30 ივნ. 2011, 21:19 | ახალი ამბები »
 

"საზოგადოება: მსოფლიოს ერთ-ერთ ქვეყანას ამოწყდომა უწინასწარმეტყველეს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 30 სექტემბერი 2024
  • English Georgian