მეცნიერება-ტექნოლოგიები: Google-მა წარმოადგინა ახალი სოციალური ქსელი, რომელიც ფეისბუქისა და ტვიტერის შევიწროებას აპირებს | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() „გუგლისაგან“ სოციალური ქსელის შექმნის შესაძლებლობის შესახებ 2010 წელსაც საუბრობდნენ, თუმცა ეს საკითხი პრიორიტეტული გახდა გასულ გაზაფხულზე, როდესაც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ლარი პეიჯი დაინიშნა. სწორედ მან გადაწყვიტა, რომ დროა ფეისბუქსსა და ტვიტერს თანდათანობით წაერთვათ მათ მიერ შეძენილი ინფორმატორების წარმატებები და მომხმარებლები საძიებო სისტემა Google-ში დაბრუნდნენ, რომელიც ბოლო დრომდე ონლაინ-სივრცეთა საინფორმაციო სამყაროში უდავო ლიდერი იყო. შემმუშავებლები თავიანთ „ქსელში“ მომხმარებელთა მოზიდვას უფრო მოქნილი პარამეტრების შემოთავაზებით გეგმავენ. პირველ რიგში, საუბარია კონფიდენციალობის პარამეტრების დაყენებაზე. სოციალური ქსელი მოეწონება მსგავს სერვისებში ახალბედებს: ყველა ოფცია ადვილად მისაწვდომი და ინტუიციურად გასაგები იქნება. ასევე მომხმარებელთათვის გათვალისწინებულია გაერთიანების შესაძლებლობა საზოგადოება-წრეებში, რომელთაც ჯგუფის თითეული წევრისთვის გვერდთან წვდომის სხვადასხვა უფლებები ექნება. შესაძლებელი იქნება ოპერატიულად მეგობრებთან ვიდეოკონფერენციის დაწყება. Google+-ის სამუშაო გვერდის დიზაინი დაემსგავსება სხვა სოციალური ქსელების ანალოგიურ სამუშაო გვერდებს: აქ განთავსდება მომხმარებლის ფოტოსურათი და ახალი ამბების განყოფილება, იტყობინება newizx.ru ИТАР-ТАСС-ზე მინიშნებით. ამჟამად ახალი სოციალური ქსელი ტესტირებას გადის და მისი გამოყენება ადამიანების შეზღუდულ წრეს შეუძლია. გვერდზე https://plus.google.comშესაძლებელია თქვენი ელექტრონული მისამართის დატოვება და მაშინ საიტის მუშაობის დაწყებასთან ერთად თქვენ მოწვევა მოგივათ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2707.html
| |||
განათავსა - Drakula | 29 ივნ. 2011, 23:14 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.