ეკონომიკა: გილაური: მაისში ექსპორტმა 199 მილიონი დოლარი შეადგინა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
მაისში ექსპორტმა 199 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს, 27 ივნისს, სამთავრობო სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს რეკორდული მაჩვენებელია, რომელიც აქამდე არ დაფიქსირებულა. „ეს საქართველოსთვის რეკორდულად მაღალი ციფრია. არც ერთ სხვა კონკრეტულ თვეში საქართველოს ისეთი მოცულობითი ექსპორტი არ განუხორციელებია, როგორიც მიმდინარე წლის მაისში“, - განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, მოცემული ფაქტი ეკონომიკური აქტიურობის ზრდაზე მიუთითებს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2698.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 ივნ. 2011, 19:30 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.