aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 მეცნიერება-ტექნოლოგიები: იაპონიაში "მობილური სახლი" შექმნეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
იაპონიაში სტიქიური უბედურებისაგან დაზარებულთათვის მობილური სახლი-ტრანსფორმერი შექმნეს. იაპონელი ინჟინრები იმედოვნებენ, რომ მათი ნაგებობა კარვებისა და სხვა დროებითი საცხოვრებლების უფრო კომფორტაბელური ალტერნატივა გახდება მათთვის, ვინც სახლი დაკარგა.



კომპანია Daiwa Lease-ის მიერ შექმნილი სისტემა EDV-1გამოიყურება როგორც სტანდარტული სატვირთო კონტეინერი და იგივე ზომები აქვს: საფუძველი - 6x2.4 მეტრი, სიმაღლე - 2.5 მეტრი. თუმცა ნაგებობას აქვს გარეგანი გარსი (კედლები და სახურავი ძირითადი კედლებისა და გადახურვის ზევით), რომელიც ჰიდრავლიკური მტვირთავებით ზევით იწევა. მასთან ერთად გამოიწევა საყრდენებიც, დაახლოებით ისეთივე, როგორებიც აქვს ავტოამწეს ან ექსკავატორს.


ამდაგვარად, ნაგებობა გადაიქცევა ორსართულიან სახლად, რომელიც აღუჭრვილია ყველაფრით, რაც პატარა ოჯახის საცხოვრებლად არის აუცილებელი. პირველ სართულზე მდებარეობს მინი-სამზარეულო, შხაპი, ბიოტუალეტი, მარაგებისა და მედიკამენტებისათვის განკუთვნილი საწყობი და 800 ლიტრიანი ბაკი ტექნიკური წყლისთვის. მეორე სართული აღჭურვილია გასაშლელი საწოლებით, მაგიდითა და თაროებით.


კავშირს უზრუნველყოფს სათანამგზავრო ანტენა, ხოლო წყლის (დღეში 20 ლიტრამდე) მიღება შესაძლებელია კონდენსირებადი ატმოსფერული ტენისაგან. ელექტროკვების ძირითადი წყარო გახლავთ მზის ბატარეები 2 კილოვატის ჯამობრივი სიმძლავრით, რომლებითაც EDV-1-ის კედლები და სახურავია მოპირკეთებული. ღამით და ცუდი ამინდის დროს შესაძლებელია საწვავის ელემენტების ჩართვა. ორივე მუშაობს ლითიუმ-იონური აკუმულატორებით, რომლებიც აუცილებელ ენერგომარაგს უზრუნველყოფს.


ათტონიანი საცხოვრებლის ტრანსპორტირება შესაძლებელია ჩვეულებრივი კონტეინერის მსგავსად - სატვირთო მანქანით, ან რკინიგზით.


EDV-1-ის პრეზენტაცია ამერიკულ საწარმო Little Tokyo Design Week-ში შედგება, რომელიც ლოს-ანჯელესის რაიონში - პატარა ტოკიოში 14-დან 17 ივლისამდე გაიმართება.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2697.html
განათავსა - Drakula | 27 ივნ. 2011, 19:30 | ახალი ამბები »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: იაპონიაში "მობილური სახლი" შექმნეს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 ნოემბერი 2024
  • English Georgian