მეცნიერება-ტექნოლოგიები: შექმნილია მაისური, რომელსაც მობილური ტელეფონების დატენვის უნარი აქვს | მსოფლიოს ამბები | ||
მუსიკალური ფესტივალის - „გლასტონბერის“ სტუმრები შესაძლებლობას მიიღებენ, არც თუ ისე ჩვეულებრივი მაისურები ჩაიცვან. საქმა ისაა, რომ ამ მაისურების დახმარებით მობილური ტელეფონების დატენვაა შესაძლებელი. მოწყობილობის მუშაობის პრინციპი შემდეგია: მაისურში ჩაქსოვილია პიეზოელექტრული ლაბი, რომელიც ხმოვან რყევებს ენერგიად (ელექტრულ ძაბვად) გარდაქმნის. ამდაგვარად, რაც უფრო მეტი ხმაურია იმ ადგილას, სადაც ადამიანი იმყოფება, მით უფრო სწრაფად დაიტენება მისი პორტატიული მოწყობილობა. სპეციალისტებმა გაიანგარიშეს, რომ ფესტივალ „გლასტონბერიზე“ ხმაურის საშუალო დონე დაახლოებით 80 დეციბელს შეადგენს, ეს კი, მაისურთა შემმუშავებლების თქმით, დამჯდარი ტელეფონის დასატენად სრულიად საკმარისი იქნება. მაისურებს სტუმრებს იქნება ფიჭური ოპერატორი Orangeშემოთავაზებს, რომელიც ტრადიციულად ფესტივალის პარტნიორად გამოდის და ყოველწლიურად სთავაზობს მის სტუმრებს მოწყობილობების პროტოტიპებს, რომლებიც განკუთვნილია ფიჭური აპარატების დასატენად ე. წ. საველე პირობებში. წყარო - http://www.km.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2676.html
| |||
განათავსა - Drakula | 24 ივნ. 2011, 01:02 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.