ეკონომიკა: აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 300 მილიონ დოლარს გამოუყოფს | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
![]() მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში პრიორიტეტული სატრანსპორტო პროექტების არჩევა ქალაქის ტრანსპორტის განვითარების გეგმის შესაბამისად ხორციელდება, რომლის 2010-2011 წლებში შემუშავება აზიის განვითარების ბანკის გრანტით დაფინანსდა. გეგმის მიზანია ყველა იმ ფაქტორის გამოვლენა, რომლებიც არსებითად უშლის ხელს ტრანსპორტის განვითარებას და შესაბამისი სატრანსპორტო გადაწყვეტილებების შემუშავება. თბილისის სატრანსპორტო გეგმის ფარგლებში დღემდე 30-მდე პროექტი შემუშავდა, რომლებიც მიზნად ისახავს საგზაო ქსელისა და მოძრაობის მართვის გაუმჯობესებას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოსახლეობისათვის გაუმჯობესებული სერვისის შემოთავაზებას. აზიის განვითარების ბანკსა და თბილისის მერიას შორის აქტიური კონსულტაციების შედეგად განისაზღვრა ჩამონათვალი იმ პროექტებისა, რომლებიც საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება. ესენი გახლავთ გორგასლის გვირაბი, მეტროს სადგურ „უნივერსიტეტის“ დასრულება, თბილისი-რუსთავის ტრასის მოდერნიზაცია და საავტომობილო ხიდი მტკვარზე, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ ძეგლის ტერიტორიას დიდუბესთან დააკავშირებს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2673.html
| |||
განათავსა - Drakula | 24 ივნ. 2011, 01:01 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.