პოლიტიკა: ბარამიძე: მოლაპარაკებები რუსეთთან მოლაპარაკებების გამო არავის სჭირდება | საქართველოს ამბები | ||
ვიცე-პრემიერ-მინისტრს გიორგი ბარამიძეს მიაჩნია, რომ რუსეთთან უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გაგრძელებას აზრი ეკარგება იმ სიტუაციაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტები ხორციელდება. „ჩვენ მიზნად არ ვისახავთ ჟენევის მოლაპარაკებების დატოვებას, მაგრამ თუ რუსეთი მსგავს ქმედებებს გააგრძელებს, ჩვენ ვერ მოვატყუებთ საკუთარ თავებს და ვერ ვისაუბრებთ რუსეთთან უსაფრთხოების საკითხებზე. ჩვენი მიზანია ამ მოლაპარაკებათა გაგრძელება, რათა ისინი უფრო სერიოზული და შედეგზე ორიენტირებული გახდეს. რუსეთს მოუწოდებენ კონსტრუქციული იყოს, მაგრამ მოლაპარაკებები მოლაპარაკებების გამო არავის სჭირდება“, - განუცხადა გიორგი ბარამიძემ სააგენტო „პირველს“. „ჩვენი დასავლელი პარტნიორები იზიარებენ ჩვენს შეშფოთებასა და არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს ქვეყნის არაოკუპირებულ ნაწილებში ტერაქტების განხორციელებისათვის იყენებს“, - განაცხადა ბარამიძემ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2671.html
| |||
განათავსა - Drakula | 24 ივნ. 2011, 00:59 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.