მეცნიერება-ტექნოლოგიები: iPhone 5-ის მახასიათებლები გამოქვეყნდა | მსოფლიოს ამბები | ||
საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-მა ახალი iPhoneსმარტფონის მახასიათებლები გამოაქვეყნა, რომელსაც გამოსაშვებად Apple ამზადებს. ინფორმაცია კომპანიასთან ახლო ორმა წყარომ წარმოადგინა, რომლებმაც ანონიმურებად დარჩენა მოისურვეს. ახალი iPhone ორბირთვულ პროცესორ A5-ს მიიღებს. ანალოგიური ჩიპი გამოიყენება პლანშეტში iPad 2. მოწყობილობა აღჭურვილი იქნება 8-მეგაპიქსელიანი კამერით და იმუშავებს ოპერაციული სისტემა iOS 5-ის მართვის ქვეშ, რომლის ანონსიც Apple-მა ივნისის დასაწყისში გააკეთა. Bloomberg-ის მონაცემებით, კომპანია აპარატს სექტემბერში წარადგენს. გარეგანი იერით იგი თავისი წინამორბედის, სმარტფონ iPhone 4-ის მსგავსი იქნება. შეგახსენებთ, რომ iPhone 4იყენებს პროცესორ A4-ს 800 მეგაჰერცის სიხშირით და 5-მეგაპიქსელიანი კამერით არის აღჭურვილი. საინფორმაციო სააგენტომ ასევე გადანაცხადა, რომ Apple პლანშეტების - iPad-ის ახალი თაობის ტესტირებებს ატარებს. მოწყობილობების მახასიათებლები არ ქვეყნდება, მაგრამ ზუსტდება, რომ მათ უფრო მაღალი გარჩევადობის ეკრანი ექნება. ახალი სმარტფონის შესახებ ხმები ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ასე, 21 ივნისს BGR-ის საიტმა, მინიშნებით „წყაროზე, რომელიც ნდობას იმსახურებს“, განაცხადა, რომ iPhone5 აგვისტოში გამოვა და გარეგნულად კარდინალურად იქნება განსხვავებული iPhone4-საგან. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2658.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 ივნ. 2011, 18:52 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.