საქართველოში კიტრის მაფია არსებობს | საქართველოს ამბები | ||
კახელი გლეხები კიტრის ფასების ხელოვნურ შემცირებაზე საუბრობენ და ამაში იმ ადამიანებს ადამანაშულებენ, რომლებიც კიტრს სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე რეალიზაციისთავის ყიდულობს. გლეხებს აღარ შეუძლიათ ერთი კილოგრამი კიტრი 10 თეთრად გაყიდონ. გასაყიდმა ფასმა ერთ კილოგრამზე 50 თეთრიდან 5–7 თეთრამდე სამი დღის წინ დაიკლო. როგორც გლეხები აცხადებენ, მათ სასოფლო–სამეურნეო საქმიანობისათვის აღებული აქვთ კრედიტი და მათ ასეთი დაბალი ფასების პირობებში კრედიტების დაფარვა არ შეეძლებათ. ისინია ასევე აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გადამყიდველები მათგან კიტრს 5–7 თეთრად ყიდულობენ, სამეურნეო ბაზრზებზე კიტრის ფასი 50 თეთრსა და უფრო მაღალ საფასურსაც შეადგენს. გლეხების თქმით, არის შემთხვევები, როდესაც მათ 30–კილოგრამიანი კიტრის ტომრის გაყიდვა 1 ლარად ან 50 თეთრად უწევთ. აღსანიშნავია, რომ კიტრის საცალო ფასი თბილისის ბაზრებზე 1,00 ან 1,30 ლარს შეადგენს, რაც 10–13 ჯერ მაღალია, ვიდრე ის ფასი, რა ფასადაც გადამყიდველები გლეხებისგან ყიდულობენ კიტრს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2604.html
| |||
განათავსა - consul | 16 ივნ. 2011, 18:04 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.