პოლიტიკა: ევროპარლამენტმა მძაფრად გააკრიტიკა რუსეთი მისი პოლიტიკის გამო საქართველოს მიმართ | საქართველოს ამბები | ||
ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა მძაფრად გააკრიტიკეს რუსეთი იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც იგი საქართველოს მიმართ ატარებს, იტყობინება “GHN“. კერძოდ, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპის საბჭოს, დააყენოს საკითხი რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის საკითხში. რუსეთი-ევროკავშირის სამიტამდე ერთი დღით ადრე ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ როდესაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე პასპორტიზაციას აგრძელებს, არ შეიძლება რუსეთსა და ევროპას შორის უვიზო მიმოსვლის საკითხის განხილვა. ამას გარდა, დღეს, 9 ივნისს, ევროპის პარლამენტი ხმას მისცემს რეზოლუციას, რომელშიც ასახული იქნება დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. „რუსეთი პატივს უნდა სცემდეს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მან უნდა შეწყვიტოს ზეწოლა უკრაინაზეც. მოვითხოვთ, რომ რუსეთმა საქართველოდან ჯარები გაიყვანოს და დაუბრუნდეს კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებს“, - განაცხადა დეპუტატმა ქრისტიან ოიულანმა. ამავე დროს, „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების“ წარმომადგენლის ჩარლზ ტანოკის თქმით, ევროკავშირმა უნდა დააფიქსიროს პოსტსაბჭოთა სივრცის იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც ევროკავშირისაკენ მიისწრაფვიან. „რუსეთს ეკონომიკური ინტერესები აქვს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მიმართ, რომლებიც ამჟამად, საბედნიეროდ, ევროკავშირისკენ მიისწრაფვიან. ევროკავშირმა ასეთი ქვეყნების მხარდაჭერა უნდა დააფიქსიროს. ამას გარდა, კარი უნდა გაიღოს მათი ევროატლანტიკური მისწრაფებებისაკენ“, - თქვა მან. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2537.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 ივნ. 2011, 13:12 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.