ეკონომიკა: ქართული ღვინის ექსპორტი 40 პროცენტით გაიზარდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზარზე წელს მრავალი სიახლეა. გასულ წელთან შედარებით, ექსპორტის ზრდამ 40 პროცენტი შეადგინა. ფულადი მაჩვენებლის თვალსაზრისით ზრდა 14 მილიონ დოლარს აღემატება. როგორც „საქსტატი“ იტყობინება, ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრებს შორის პირველი ადგილი კვლავ უკრაინას უკავია. მის წილზე საექსპორტო ბაზრის 44 პროცენტი მოდის. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირებულია ინდოეთისა და ინგლისის მიმართულებით, სადაც საექსპორტო ღვინის ღირებულება სამჯერ გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა და საინვესტიციო სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებენ. ამ მიზნით ინდოეთში სპეციალური შეხვედრა გაიმართა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2512.html
| |||
განათავსა - Drakula | 04 ივნ. 2011, 10:05 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.