ეს საინტერესოა: ახალზელანდიელ პატიმრებს სიგარეტის უჩვეულო ალტერნატივას სთავაზობენ | მსოფლიოს ამბები | ||
ახალზელანდიურ ციხეებში, ანტითამბაქოს კამპანიის ფარგლებში, პატიმრებს სიგარეტების ნაცვლად დაურიგეს... სტაფილო. ახალი ზელანდიის გამოსასწორებელ დაწესებულებათა დეპარტამენტის დირექტივის თანახმად, ყოველ მწეველს დღეში ორი სტაფილო ერგება, ამასთან თითოეული უნდა იყოს დაჭრილი მაქსიმალურად იდენტური ზომისა და ფორმის 16 ნაჭრად. მიჩნეულია, რომ სტაფილოს ღეჭვამ პატიმრებს უნდა დაეხმაროს მავნე ჩვევის დაძლევაში თამბაქოს ნაწარმზე სრული აკრძალვის შემოღებამდე, რომელიც მიმდინარე წლის 1 ივლისს შევა ძალაში. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ თუ პატიმრებს ექნებათ ის, რის ჩადებასაც პირში შეძლებენ, ეს სიგარეტისადმი მათ ლტოლვას შეამცირებს. სტაფილო კი ამ შემთხვევაში ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე მსგავსი შემთხვევებისათვის განკუთვნილი უფრო ტრადიციული საშუალებები. თუმცა, ჰუმანურობის მოსაზრებებიდან გამომდინარე, პატიმრებს ასევე დაურიგეს ნიკოტინის სალბუნები, რომლებიც მათ უკეთესად დაეხმარება, ვიდრე სტაფილო. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2502.html
| |||
განათავსა - Drakula | 03 ივნ. 2011, 11:27 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.