საზოგადოება: საქათველოს მთავრობამ პატრიარქიას სხვადასხვა ქონება გადასცა | საქართველოს ამბები | ||
1 ივნისს, საქართველოს მთავრობამ საქართველოს პატრიარქიასა და მთავრობას შორის ქონებრივი საკითხების განხილვის სამთავრობო კომისიის მიღებული გადაწყვეტილებები დაამტკიცა, რომელთა საფუძველზეც პატრიარქიას უძრავი ქონები გადაეცა. როგორც მთავრობაში იტყობინებიან, მათ შორისაა: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონში არსებული 6 291 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული ნაგებობები, სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის მიზნით; ქალაქ გარდაბანში მდებარე 17 035 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული ნაგებობები, ეპისკოპოსის რეზიდენციის მშენებლობის მიზნით. სამთავრობო კომისია 2010 წლის 23 თებერვალს შეიქმნა. მისი თავმჯდომარეა ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე, ხოლო შემადგენლობაში შედიან მთავრობის, პატრიარქიის, პარლამენტისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2499.html
| |||
განათავსა - Drakula | 02 ივნ. 2011, 19:14 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.