საზოგადოება: ილია II: მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა უნდა ხდებოდეს დარბაზში და არა ქუჩაში | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების თემას შეეხო, იუწყება “GHN“. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ძირითადი პრობლემა ისაა, რომ ქვეყანაში არ არის პოლიტიკური კულტურა. მან აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა უნდა ხდებოდეს დარბაზებში და არა ქუჩებში და ადამიანებს ერთმანეთის მოსმენა უნდა შეეძლოთ. „ყველაზე საშინელებაა კატეგორიული აზროვნება და დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქი ვარ, ეს არ ნიშნავს, რომ არ ვუშვებ შეცდომებს და ყველაზე ჭკვიანი ვარ. ვფიქრობ, ჩვენი ამჟამინდელი ცხოვრება ჰარმონიულ ურთიერთობას არ წარმოადგენს. ადამიანები პროტესტის ნიშნად გარეთ გადიან და ხელისუფლები ხშირად ეწინააღმდეგებიან მათ. ვფიქრობ, რომ მსგავსი ურთიერთობები უნდა დასრულდეს. უნდა შედგეს განხილვა“, - აღნიშნა ილია II-მ. პატრიარქმა 26 მაისის დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2458.html
| |||
განათავსა - Drakula | 30 მაისი 2011, 11:30 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.