პოლიტიკა: სააკაშვილი: „საქართველოს სურს, ევროპული ოჯახის წევრი გახდეს“ | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპულ ოჯახში საქართველოს მისწრაფებას და აცხადებს, რომ „ევროპული არჩევანი ქართველი ხალხის არჩევანია“. ამის შესახებ პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ იეჟი ბუზეკთან ერთად ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მან ბუზეკს „საქართველოს დიდი მეგობარი, დიდი ისტორიისა და გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მისი ლიდერობის პერიოდში ევროპარლამენტმა განსაკუთრებული როლი და ფუნქცია შეიძინა. „თქვენ ასევე ხართ ადამიანი, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და სამართლიანობას. ჩვენ გვსურს, ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ და ამ საკითხში თქვენი დიდი იმედი გვაქვს“, - მიმართა სააკაშვილმა სტუმარს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2400.html
| |||
განათავსა - Drakula | 20 მაისი 2011, 09:16 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.