მალაიზიაში შესაძლოა სიკვდილით დასაჯონ ორი ქართველი ქალბატონი | საქართველოს ამბები | ||
მალაიზიაში შესაძლოა სიკვდილით დასაჯონ ორი ქართველი ქალბატონი, რომლებიც დაკავებულები არიან ნარკოტიკების კონტრაბანდისათვის. მათი ვინაობა სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. დღესვე მათ უნდა შეხვდეთ თარჯიმანი. არსებული ინფორმაციით დაკავებულებს პრობლემები აქვთ ჩვენების მიცემისას ენის ბარიერის გამო. მალაიზია რა არის წევრი არცერთი საერთაშორისო კონვენციისა, რომელიც ეხება ადამიანის უფლებების დაცვას. ადამიანის უფლებების დამცველი გიორგი ტუღუშის სიტყვებით, რა მძიმეც არ უნდა იყოს დანაშაული სიკვდილით დასჯა მიუღებელი სასჯელია, და ის აქტიურად მუშაობს დაკავებულების საქართველოში ექსტრადირებისათვის. საქართველოს ორი მოქალაქე, ორშაბათს, დაკავებული იქნა მალაიზიაში ნარკოტიკების დიდი რაოდენობით კონტრაბანდისათვის. მალაიზიის კანონებით მათ ემუქრება სიკვდილით დასჯა. წყარო - Trend
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_24.html
| |||
განათავსა - admin | 29 ოქტ. 2010, 12:28 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.