ჩინეთში ფასთა ზრდის მორიგი რეკორდი დაფიქსირდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ოქტომბრის თვეში ჩინეთში ინფლაციამ 4.4%-ს მიაღწია, რის შედეგადაც ფასთა ზრდის მორიგი რეკორდი დამყარდა. როგორც BBC ჩინეთის სახელმწიფო სტატისტიკურ მმართველობაზე მინიშნებით იტყობინება, სამომხმარებლო ფასების ინდექსის 4.4%-ით გაზრდა უკანასკნელი 25 თვის განმავლობაში მაქსიმალურ მაჩვენებელს წარმოადგენს. РИА «Новости»შეგვახსენებს, რომ მანამდე ინფლაციამ ორწლიან მაქსიმუმს სექტემბერში მიაღწია, როდესაც ფასთა ზრდამ 3.6% შეადგინა. ჩინეთის სახელმწიფო სტატისტიკური მმართველობის მონაცემთა თანახმად, მიმდინარე წლის პირველი 10 თვის განმავლობაში ინფლაციამ 3% შეადგინა. თუმცა ამავე დაწესებულების რეფორმებისა და განვითარების კომიტეტის უფროსმა ცჟან პინმა განაცხადა, რომ, ხელისუფლების პროგნოზების საწინააღმდეგოდ, 2010 წელს ინფლაციამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შესაძლოა 3%-ს გადააჭარბოს. როგორც РИА «Новости» იუწყება, ჩინეთის ეკონომისტები 2011 წელს 4%-ის სიდიდის ინფლაციას პროგნოზირებენ. წყარო - http://news.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_236.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 ნოემ. 2010, 12:01 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.