საზოგადოება: პატრიარქმა სკოლებში ანალიტიკური აზროვნების შემოღების შემოთავაზება გააკეთა | საქართველოს ამბები | ||
უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორემ, საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის არქიეპისკოპოსი და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი სკოლებში ანალიტიკური აზროვნების კურსის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. როგორც პატრიარქმა სამების საკათედრი ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, ანალიტიკური აზროვნების კურსი წაკითხული უნდა იქნას 1–დან 12–ე კლასის ჩათვლით. "სკოლებში მშობლიურ ენასთან, ქიმიასთან, ფიზიკასთან და არითმეტიკასთან ერთად, უნდა ისწავლებოდეს ანალიტიკური აზროვნების კურსი. სკოლის დამთავრების შემდეგ საზოგადოებაში განათლებული და ღრმად მოაზროვნე ადამიანები გამოჩნდებიან. ჩვენ ამაზე მუშაობა დავიწყეთ, მაგრამ ეს ადვილი არ არის. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ლოგიკა, ფსიქოლოგია, ანთროლოგია, ფილოსოფია და ა.შ."–განაცხადა ილია მეორემ. პატრიარქის თქმით, ანალიტიკურმა აზროვნების კურსმა ადამიანს თეორიული და პრაქტიკული მაგალითები უნდა ჩაუნერგოს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2343.html
| |||
განათავსა - consul | 15 მაისი 2011, 18:14 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.