პოლიტიკა: ნინო ბურჯანაძე: სააკაშვილის რეჟიმისაგან თავის დაღწევა რამდენიმე საათში შეიძლება | საქართველოს ამბები | ||
მიხეილ სააკაშვილის რეჟიმისაგან „თავის დაღწევა“ სულ რამდენიმე საათში შეიძლება, დარწმუნებულია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, იუწყება “GHN“. „თუ 21 მაისს აქციაზე ყოველი ოჯახიდან თითო-თითო ადამიანი მოვა, ისინი, ვინც შეურაცხყოფილია ხელისუფლებებით და ვისი ღირსებაც უსამართლოდ იქელება ფეხქვეშ, ისინი, ვინც ხვდება, რომ ქვეყანა ინგრევა და პერსპექტივები არაა, მაშინ გარწმუნებთ, დიდი ალბათობით არის შესაძლებლობა იმისა, რომ სულ რამდენიმე საათში სააკაშვილისა და მისი რეჟიმისაგან თავს დავაღწევთ“, - თქვა ნინო ბურჯანაძემ „პრაიმ-თაიმსის“ პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. შეგახსენებთ, რომ 21 მაისს „სახალხო კრების“ წარმომადგენლები თბილისში ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გეგმავენ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2319.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 მაისი 2011, 20:41 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.