ეს საინტერესოა: მსოფლიოს ერთ-ერთ ქვეყანაში კომპიუტერული თამაშები ხელოვნებად აღიარეს | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() ამ პროგრამის მიზანია აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსების გამოყოფა ხელოვნების სხვადასხვა სფეროებში: კინოში, რადიოში, ტელევიზიაში, მუსიკაში, მხატვრობაში, სკულპტურაში და სხვ. ნებისმიერ ხელოვნების მოღვაწეს აშშ-ში შეუძლია გრანტის მიღების განაცხადი შეიტანოს იმ პირობით, რომ ფული დაიხარჯება ისეთი ობიექტის შექმნაზე, რომელიც შემდგომში ეროვნული საკუთრება გახდება. გრანტების სიდიდე 10-დან 200 ათას დოლარამდე ვარირებს. 2012 წლიდან NEA-ში დაფინანსების კატეგორია The Arts on Radio and Television(ხელოვნება რადიოსა და ტელევიზიის დარგში) შეიცვლება The Arts in Media-ზე (ხელოვნება სხვადასხვა მედიის დარგში). ახალ კატეგორიაში ვიდეოთამაშების გარდა ასევე შევა ინტერაქტიული პროექტები რეალურ ცხოვრებასა და ინტერნეტში. ამდაგვარად, ბრაუზერებისათვის განკუთვნილი თამაშის შემქმნელიც (მაგალითად, Facebook-ის ქსელში) შეძლებს დაფინანსების მოთხოვნას, ხოლო მის ობიექტს ხელოვნებად აღიარებენ. რიგითი მომხმარებლებისათვის ეს ნიშნავს, რომ 2012 წლიდან შესაძლოა გაჩნდეს თამაშები, რომლებიც აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით შეიქმნება, ამიტომ უფასო იქნება. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2309.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 მაისი 2011, 16:24 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.