ჯონ მაკეინმა ობამა გააკრიტიკა | მსოფლიოს ამბები | ||
რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკეინი, რომელიც ბარაკ ობამას მოწინააღმდეგე იყო 2009 წლის არჩევნებზე, სიტყვით გამოვიდა ქაბულში და გააკრიტიკა აშშ-ს პრეზიდენტი. რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკეინი, რომელიც ბარაკ ობამას მოწინააღმდეგე იყო 2009 წლის არჩევნებზე, სიტყვით გამოვიდა ქაბულში და გააკრიტიკა აშშ-ს პრეზიდენტი. “შეცდომა იყო ჯარის გამოყვანის თარიღის დანიშვნა 2011 წლის ივლისში. ეს არასწორ მესიჯს გააგზავნის და გამოიწვევს პრობლემებს”, - განაცხადა მაკეინმა. სენატორის თქმით, ობამამ გარკვევით უნდა გააკეთოს განცხადება, რომ ამერიკული ჯარის გამოყვანის თარიღი ავღანეთიდან დამოკიდებული იქნება მხოლოდ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე. დამკვირვებლები მაკეინის ამ ქმედებას უკავშირებენ რესპუბლიკური პარტიის მდგომარეობის გაძლიერებას, რომელმაც რამოდენიმე დღის წინ დიდ წარმატებას მიაღწია, როგორც გუბერნატორის არჩევნებზე რამოდენიმე შტატში, ასევე კონგრესში. წყარო - Voice Of Russia
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_230.html
| |||
განათავსა - MissTD | 11 ნოემ. 2010, 08:50 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.