კრიმინალი: ნიცცაში საქართველოს მოქალაქე ორმაგი მკვლელობისათვის დააკავეს | საქართველოს ამბები | ||
ფრანგულ ქალაქ ნიცცაში საქართველოს მოქალაქე ორმაგი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. "ახალი ამბების" ინფრომაციის თანახმად, ქალაქში არსებულ ერთერთ სახლში, გუშინ, ღამით მასპინძლებსა და სტუმრებს შორის შეტაკება მოხდა. მეზობლემა მოგვიანებით სროლის ხმა გაიგეს, რის შემდეგადაც პოლიციას გამოუძახეს. იქ მისულმა სამართალდამცველებმა ადამიანი შენიშნეს, რომელიც სახლიდან ორ ბავშვთან ერთად გამოვიდა და სადღაც ეჩქარებოდა. დაკავების შემდეგ გაირკვა, რომ საქართველოს მოქალაქე ბინას ქირაობდა. პოლიციის განყოფილებაში მან აღიარა, რომ ჩხუბის დროს სომხეთისა და ყაზახეთის მოქალაქეს ესრულა,რომლებიც ადგილზევე დაიღუპნენ. ყაზახეთის მოქალაქე ბიზნესმენი იყო. რაც შეეხება სომხეთის მოქალაქეს, რომლის სხეული 22-კალიბრიანი ტყვიით იყო დაზიანებული,მისი საქმიანობის შესახებ სამართალდამცველები ინფრომაციას არ ფლობენ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2291.html
| |||
განათავსა - consul | 10 მაისი 2011, 09:56 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.