ეკონომიკა: თბილისში ქართულ-ჩეხური ბიზნეს-ფორუმი გაიმართება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
12-14 მაისს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისში ქართულ-ჩეხური ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. როგორც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში „კავკას-პრესს“ შეატყობინეს, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სადაზღვევო, სამშენებლო, საინვესტიციო, ფარმაცევტული, ელექტროვაგონსარემონტო, სამედიცინო, სასოფლო-სამეურნეო კომპანიების წარმომადგენლები. ფორუმის გახსნა 13 მაისს 10 საათზე სასტუმრო „რედიონში“ შედგენა. მისი ორგანიზატორებია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია. 14 საათზე სექტორების მიხედვით ქართული და ჩეხური საქმიანი წრეების წარმომადგენელთა ორმხრივი შეხვედრები გაიმართება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2281.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 მაისი 2011, 15:41 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.