ეს საინტერესოა: თურქეთი რელიგიური ტურიზმის ახალ სახეობას სთავაზობს | მსოფლიოს ამბები | ||
თურქეთი ტურიზმში ახალ მიმართულებას ნერგავს, რომლის სლოგანიცაა: ისლამის მიუღებლად თავი მუსულმანად იგრძენი. იდეის ავტორთა განმარტებით, ტური მოიცავს ლოცვებს (მათ შორის დილით და საღამოს) და ისლამის გაკვეთილებს. ტურის მონაწილეებს უარის თქმა მოუწევთ ალკოჰოლზე, ღორის ხორცზე, თუმცა მოწევა არ იკრძალება. პროექტის ავტორი ბენ ბოულერი მიიჩნევს, რომ პროგრამა საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც საკუთარი ჰორიზონტების გაფართოება და სხვა კულტურების შეცნობა სურს. იგი დარწმუნებულია, რომ პროექტის მონაწილეები შეძლებენ სასარგებლო გამოცდილების მიღებას იმ კულტურების კონფლიქტის პირობებში, რომლებიც მსოფლიოში ამჟამად არსებობს. ახალი ტურისტული პროდუქცის რეალიზაცია მაისის შუა რიცხვებში დაიწყება. პროექტს ეწოდება „მუსულმანური თვე“, თუმცა თავდაპირველად იგი მხოლოდ 9 დღე გაგრძელდება და პერსპექტივაში შესაძლოა 21 დღემდე გაგრძელდება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2280.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 მაისი 2011, 15:40 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.