პოლიტიკა: საქართველოს ექს-პრეზიდენტი: „ოპოზიცია საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად მზად არარის | საქართველოს ამბები | ||
ოპოზიცია დღეს გარეთ 10 ათასი ადამიანის გამოყვანასაც ვერ შეძლებს. ამის შესახებ ქართულ ყოველკვირეულ გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა. „რევოლუციებს არა ოპოზიცია, არამედ ხალხი აწყობს. ორი წლის წინ გარეთ 60 ათასი ადამიანი გამოვიდა, მაგრამ ოპოზიციამ ვერ შეძლო იმის გაკეთება, რისი გაკეთებაც საჭირო იყო. ახლა კი ხალხი იმედგაცრუებულია და დროა აუცილებელი იმისთვის, რომ იგი გარეთ კვლავ ასეთი რაოდენობით გამოვიდეს“, - ხაზი გაუსვა მან. ამასთან, შევარდნაძემ აღნიშნა, რომ ხალხს „აქვს საფუძველი უკმაყოფილებისთვის და იგი მალე გამოვა გარეთ“. „ხალხი იტყვის თავის სიტყვას ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო“, - მიაჩნია ექს-პრეზიდენტს. შევარდნაძემ ასევე ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოპოზიცია რუსეთიდან ფულადი შემოდინებებით სარგებლობს. ოპოზიციური „ქართული პარტია“ (ლიდერი - ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი) ორშაბათიდან, 9 მაისიდან, მთავრობის შეცვლის მიზნით ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს. როგორც პარტიის პრეს-სამსახურში თქვეს, პირველი აქცია 1941-45 წლების დიდ სამამულო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მოეწყობა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2278.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 მაისი 2011, 10:40 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.