კრიმინალი: რესპუბლიკელები იმ ტოტალიზატორების დასახელბას ითხოვენ, რომლებიც საფეხბურთო მაქინაციებში მონაწილეობდნენ | საქართველოს ამბები | ||
რესპუბლიკური პარტია ითხოვს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტომ დაასახელოს ის ტოტალიზატორები, რომლებიც საფეხბურთო მაქინაციებში მონაწილეობდნენ. როგორც პარტიაში აცხადებენ, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ინტენსიურად ვრცელდება ინფრომაცია საფეხბურთო სამყაროს მოქმდებების შესახებ. თუმცა დეტალური ინფორმაცია ამას შესახებ უცნობია. რესპუბლიკელებს მიაჩნია, რომ დანაშაული, რომლის შესახებაც მიმდინარეობს საუბარი ორი მხარე აქვს და საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს სიმართლე. "რესპუბლიკური პარტია ითხოვს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას სრული ინფრომაცია წარუდგინოს იმ ტოტალიზოატორების შესახებ, რომლებიც ფეხბურთელებთან დანაშაულებრივ გარიგებებში იღებდა მონაწილეობას. ამ ინფრომაციის გასაიდუმლოება იწვევს ეჭვს იმის თაობაზე, რომ ჩვენ საქმე გვაქვს სახელმწიფო ჩინოვნიკებთან და მათი კონტროლის ქვეშ არსებულ ტოტალიზატორებთან" - ნათქვამია პარტიის განცხადებაში. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2240.html
| |||
განათავსა - consul | 04 მაისი 2011, 20:44 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.