საზოგადოება: საქართველოს მოქალაქეები აშშ-ში 10 წლიანი ვიზების მიღებას შეძლებენ | საქართველოს ამბები | ||
აშშ-ის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები ნამდვილი იქნება 5-დან 10 წლამდე, 1 წლის ნაცვლად, როგორც ეს დღემდე იყო. როგორც 4 მაისს საქართველოში აშშ-ის ელჩთან ჯონ ბასთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა უფროსმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც აშშ-ში მიდიან, ვიზების მოქმედების ვადა 10 წლამდე გაიზრდება. მისი თქმით, საუბარია მოქალაქეთა რამდენიმე კატეგორიაზე, რომლებიც 10 წლიან ვიზებს მიიღებენ და სხვა კატეგორიებზე, რომლებიც მიიღებენ ვიზებს, რომელთა მოქმედების ვადა 5 წელი იქნება. „ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ამ ვადის განმავლობაში, მრავალჯერ გაეგმზავრნონ აშშ-ის ტერიტორიაზე“, - განაცხადა მან. ამასთან, ელჩმა ჯონ ბასმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ეფუძნება იმ დამოკიდებულებას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებები აშშ-ის მოქალაქეების მიმართ ავლენენ. იგი დარწმუნებულია, რომ ვიზების მოქმედების ვადის გაზრდა ხელს შეუწყობს ურთიერთობათა განვითარებას ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროებში, ასევე საგანმანათებლო პროგრამებისა და კულტურული გაცვლის პროგრამების განვითარებას. მოცემული გადაწყვეტილება საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში იქნა მიღებული. ამასთანავე, საქართველოს მოქალაქეები ორ კატეგორიად გაიყოფიან: მათზე, ვინც აშშ-ს ტურისტული, სამუშაო ან ტრანზიტული მიზნით სტუმრობენ და ისინი 10 წლიანი ვიზას მიიღებენ და სხვებზე (11 კატეგორია), რომელთა შორის იქნებიან სტუდენტები, მეცნიერები, სასულიერო პირები, რომლებიც 5 წლიან ვიზას მიიღებენ. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2236.html
| |||
განათავსა - Drakula | 04 მაისი 2011, 17:39 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 10 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.