მეცნიერება-ტექნოლოგიები: Blackberry-ს ქართული ენის მხარდაჭერა დაემატება | საქართველოს ამბები | ||
თებერვალში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კომპანია „Blackberry“-სთან საქართველოსთან დაკავშირებულ პრობლემებსა და პერსპექტივებზე ინტენსიურ მოლაპარაკებებს შეუდგა. როგორც ეკონომიკის სამინისტროში იტყობინებიან, შედეგად ქართული მომხმარებლისათვის პლატფორმა „Blackberry“-ის ბაზაზე სულ უფრო მეტი სერვისი გახდება ხელმისაწვდომი. კერძოდ, ჩაირთო სერვისი Application world, რაც ოპერაციული სისტემის განახლების პროგრამის, ასევე „Blackberry“-ის საფირმო ინტერნეტ-მაღაზიებში ფასიანი და უფასო პროგრამების გადმოწერის შესაძლებლობას იძლევა. დაგეგმილია, რომ უახლოეს მომავალში „Blackberry“-ის ოპერაციულ სისტემაში ქართული ენის მხარდაჭერა გაჩნდება, ასევე მიღებულ იქნა თანხმობა „Blackberry“-ის რუქის განახლებაზე და მასზე საქართველოს სრულფასოვანი ციფრული რუქა იქნება წარმოდგენილი. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ასევე დაგეგმილია რეგიონალური ღონისძიება Blackberry Developer Days-ის ჩატარება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2235.html
| |||
განათავსა - Drakula | 04 მაისი 2011, 17:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.