აშშ-ში თავდასხმის შესაძლო საფრთხის გამო ასეულობით სკოლა დაიხურა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
აშშ-ში ფლორიდას შტატის სამხრეთ ნაწილში დაახლოებით 300 სკოლა დაიკეტა. ამის მიზეზი გახლავთ შეტყობინება შესაძლო შეიარაღებული თავდასხმის შესახებ. პოლიციის მოთხოვნით სახლში 257 ათასზე მეტი მოსწავლე დარჩა. აურზაური უცნობმა ქალბატონმა ატეხა, რომელმაც რადიოში დარეკა და პირდაპირ ეთერში მოყვა, რომ მისი მეუღლე ფლორიდის ერთ-ერთი სკოლაში სროლის დაწყებას აპირებდა. მოგვიანებით შტატის პოლიციამ ელექტრონული ფოსტით მიიღო წერილი, რომელშიც საზოგადოებრივ დაწესებულებაში მომავალი სერიოზული შემთხვევის საფრთხეზე იყო ნათქვამი. პოლიციაში ვარაუდობენ, რომ ქალბატონს, მიმართა რა რადიოსადგურის რედაქციას, დანაშაულის ჩადენისაგან მეუღლის შეჩერება სურდა. როგორც „ინტერფაქსი“ იტყობინება, ამჟამად პოლიციის თანამშრომლები ქალისა და მისი ქმრის ვინაობებს არკვევენ. აღვნიშნოთ, რომ ინფორმაციის შემოსვლის მომენტიდან (8:40 ადგილობრივი დროით) არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რომელიც ქალბატონის შიშს დაადასტურებდა. თავის მხრივ, პოლიციამ უსაფრთხოების ყველა ზომა მიიღო. კერძოდ, დაიხურა არა მხოლოდ ქალაქის, არამედ გარემომდებარე სკოლებიც. თავისი სამუშაო ადმინისტრაციულმა დაწესებულებებმაც შეწყვიტეს.
წყარო - http://news.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_223.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 ნოემ. 2010, 21:58 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.