სპორტი: შვედეთში ლეგენდარული ქართველი მეკარე სერგო კოტრიკაძე გარდაიცვალა | საქართველოს ამბები | ||
თბილისის „დინამოსა“ და სსრკ-ის ნაკრების ყოფილი მეკარე სერგო კოტრიკაძე შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გარდაიცვალა. ამის შესახებ იტყობინება „გრუზია ონლაინ“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე მინიშნებით. 74 წლის ლეგენდარული მეკარე, რომელიც თან ახლდა საქართველოს ნაკრებს (U15) მწვრთნელის სახით „ლენარტ იუჰანსონის თასის“ შეჯიბრებზე, გარდაიცვალა გულის შეტევით 3 მაისის საღამოს შვედეთის დედაქალაქის საავადმყოფოში, სადაც იგი ჯანმრთელობის გაუარესების გამო მიიყვანეს. სერგო კოტრიკაძის ცხედარს სამშობლოში, სავარაუდოდ, ხვალ, 5 მაისს, გადმოასვენებენ. სერგო კოტრიკაძე თამაშობდა „დინამოში“ (თბილისი) 1955-1968 წლებში და 1970 წელს. ამ გუნდის შემადგენლობაში 1964 წელს სსრკ-ის ჩემპიონი გახდა, ოთხჯერ შედიოდა სეზონის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში, 1962 წელს იგი სსრკ-ს საუკეთესო მეკარედ აღიარეს, ასევე კოტრიკაძე 1962 წელს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა, რომელიც ჩილეში ჩატარდა. 1970-იანი წლებიდან მწვრთნელის სამუშაობით იყო დაკავებული - იგი გახლდათ „დინამოს“ (თბილისის) მეკარეთა მწვრთნელი, მუშაობდა ახალგაზრდულ გუნდებთან, 1990-იან წლების ბოლოს თბილისის კლუბ „ვიტ-ჯორჯიას“ მწვრთნელი გახდა, ამჟამინდელ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში (15 წლამდე) წვრთნიდა მეკარეებს. 1996 წელს „ქართული ფეხბურთის განვითარებაში დიდი დამსახურებისათვის“ კოტრიკაძე ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოს - ღირსების ორდენის მფლობელი გახდა. 2000 წელს კოტრიკაძე XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო მეკარედ აღიარეს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2229.html
| |||
განათავსა - Drakula | 04 მაისი 2011, 09:24 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.