ეს საინტერესოა: სეულის პოლიციამ Google-ის ოფისი გაჩხრიკა | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() როგორც BBC იტყობინება, ქვეყნის სამართალდამცავმა ორგანოებმა კომპანიის შტაბ-ბინაში ჩაატარეს რეიდი, ვინაიდან ეჭვი აქვთ, რომ კომპანია უკანონოდ აგროვებს მომხმარებელთა პირად მონაცემებს. როგორც წყარო აზუსტებს, გამომძიებელთა ეჭვი გამოიწვია სარეკლამო სააგენტო Google AdMob-ის საქმიანობამ. წინასწარი მონაცემებით, მობილური რეკლამის სერვისი აგროვებდა კონფიდენციალურ ინფორმაციას კლიენტთა ადგილმდებარეობის შესახებ მათი ნებართვის გარეშე. Google-ის ოფისის გაჩხრეკა მომხმარებელთა უფლებების დარღვევით გამოწვეული სკანდალების გრძელი ჯაჭვის მორიგი რგოლი გახდა. იმ კომპანიათა სია, რომლებზედაც კლიენტთა პირადი მონაცემების შენახვაში აქვთ ეჭვი, ამერიკული ინტერნეტ-გიგანტით არ სრულდება. სამართალდამცავებმა კანონდებლობის დარღვევაში არა ერთხელ დაადანაშაულეს სოციალური ქსელი Facebook, ასევე საფოსტო სერვისი Yahoo. ერთი დღით ადრე უსაფრთხოების სპეციალისტებმა კორპორაცია Apple-ის სმარტფონები და პლანშეტური კომპიუტერები „ჯაშუშობაში“ დაადანაშაულეს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2228.html
| |||
განათავსა - Drakula | 04 მაისი 2011, 09:18 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.