პოლიტიკა: Freedom House: საქართველოში მასმედია „ნაწილობრივ თავისუფალია“ | საქართველოს ამბები | ||
Freedom House-მა მთელ მსოფლიოში მასმედიის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. რეიტინგის თანახმად, საქართველომ 55 ქულა მოაგროვა. ასეთივე მაჩვენებელი აქვს მოლდოვასა და აფრიკულ სახელმწიფო მალავის. სამივე სახელმწიფოს მსოფლიო რეიტინგში 118-ე ადგილი უკავია. Freedom House-ის მონაცემების თანახმად, ქართველი ჟურნალისტების მდგომარეობა, წინა წელთან შედარებით, რამდენადმე გაუმჯობესდა, კერძოდ, შემცირდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხე. გარდა ამისა, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ხელისუფლებებმა მასმედიაზე კონტროლი შეამცირეს, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლობა - ტელევიზია და რადიო გასულ წელს ბევრად უფრო დაბალანსებული იყო. მთლიანობაში საქართველო „ნაწილობრივ თავისუფალი“ მასმედიის ქვეყნებს შორის რჩება. აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქართველოს უახლოესმა მეზობლებმა სხვადასხვა შეფასებები მიიღეს. მაგალითად, სომხეთმა 65 ქულა დააგროვა და ეგვიპტესთან ერთად 146-ე ადგილი უკავია. აზერბაიჯანმა 79 ქულა დააგროვა და 171-ე ადგილზეა ეთიოპიასთან, სუდანთან და ტაჯიკეტთან ერთად. რუსეთი 81-ე ადგილზეა კონგოსთან, გამბიასთან და ზიმბაბვესთან ერთად. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2215.html
| |||
განათავსა - Drakula | 03 მაისი 2011, 08:43 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.