პოლიტიკა: ლეიბორისტები სააკაშვილს მოუწოდებენ "უსარგებლო მოგზაურობებზე" უარი თქვას | საქართველოს ამბები | ||
ლეიბორისტები სააკაშვილს მოუწოდებენ "უსარგებლო მოგზაუროებზე" უარი თქვას და გლეხები დაფინანსოს. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ განაცხადა. იგი შეეხო პრეზიდენტის კახეთის გლეხებთან შეხვედრას, სადაც სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიწის 100 პროცენტი უნდა დამუშავდეს. როგორც ჯიბლაძემ განაცხადა, ქვეყანაში მიწა დაუმუშავებელი რჩება არა იმის გამო, რომ გლეხები ზარმაცები არიან, არამედ იმის გამო რომ საწავავი ძვირია. მისი თქმით, ფასებმა განსაკუთრებით დიზელზე მოიმატა, ფინანსური კრიზის გამო გლეხებს არ შეუძლიათ იყიდონ საწვავი. "მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდებთ ჩვენი ძველი მოთხოვნები გაითვალისწინოს და არაფრის მომცემი მოგზაურობებისაგან თავი შეიკავოს, საშუალებათა დაზოგვის ხარჯზე საწვავი შეიძინოს და მოსახლეობას მიცეს"-განაცხადა ლეიბორისტების წარმომადგენელმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2173.html
| |||
განათავსა - consul | 29 აპრ. 2011, 17:15 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.