მეცნიერება-ტექნოლოგიები: ჩინეთმა გრანდიოზული კოსმოსური პროგრამის შესახებ განაცხადა | მსოფლიოს ამბები | ||
ჩინეთმა სამმოდულიანი კოსმოსური სადგურის მშენებლობის გეგმებზე განაცხადა. სრულიად შესაძლებელია, რომ უკვე მალე ჩინეთი ორბიტაზე საკუთარ კოსმოსურ სადგურს გაუშვებს. სამუშაოების დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება. სამმოდულიანი კოსმოსური სადგურის გარდა, ჩინელები სატვირთო კოსმოსური ხომალდის შექმნასაც გეგმავენ, რომელიც სადგურში ტვირთებს გადაზიდავს. ჩინური მხარის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, კოსმოსური სადგური, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ან ორბიტალურ სადგურ „МИР“-თან შედარებით, მცირე ზომისა იქნება, მაგრამ, ამასთან, არანაკლებ ფუნქციონალური. ჩინური სადგური მთავარი და ორი დამხმარე მოდულისაგან იქნება შემდგარი, ხოლო კონსტრუქციის საერთო მასა არ გადააჭარბებს 22 ტონას. სადგურის დასახელებას საყოველთაო ჩინური კენჭისყრით აირჩევენ. დასახელების შემოთავაზება ნებისმიერს შეუძლია: განაცხადები მიიღება 2011 წლის 25 ივლისამდე საიტზე cmse.gov.cn. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2165.html
| |||
განათავსა - Drakula | 29 აპრ. 2011, 10:39 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.